logo
ENG



რუსეთი "მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოსადმი უკრაინის მოწოდებებს" პროვოკაციად აფასებს

15 სექ 202216:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/u4yiaa2tbegsh4h.jpg
Ria Novosti

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიის RIA Novosti-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ "მოსკოვი კიევის მხრიდან საქართველოსადმი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ მოწოდებებს პროვოკაციად მიიჩნევს".

გამოცემის ცნობით, კითხვაზე "როგორ აფასებს რუსული მხარე უკრაინელი დეპუტატის მხრიდან საქართველოში ე.წ მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებას", ზახაროვამ უპასუხა - "როგორც პროვოკაციას".

რუსული გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ რეფერენდუმის გამართვის მოწოდება სარკაზმია, რომელსაც ირონიულობაც ახლავს, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობა ერთხმად ომის წინააღმდეგია. RIA Novosti ასევე წერს, რომ კობახიძის თქმით, კიევის საქართველოს ხელისუფლებისგან პირდაპირ ითხოვს ასეთი ფრონტის გახსნას.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან ომს არ დაუშვებენ და საკითხთან დაკავშირებით შესაძლო პლებისციტის უკან, რომელიც თავად კობახიძემ ახსენა, დგას ხალხის ერთიანი აზრი, რომ არ სურთ ომი.

"როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას, ქართველ ხალხს არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებთ, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ." - განაცხადა კობახიძემ. 

ამავე ინტერვიუში კობახიძემ განაცხადა, რომ  დეოკუპაციაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ღირებულებებიც და აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენაც. ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, "როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს ის და შეშფოთებულები ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს.


close დახურვა